ახალი ამბები

თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

10 ნოემბერი, 2020 • 1209
თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობითვე, განათებები პირველ ეტაპზე დავით გურამიშვილის გამზირზე დამონტაჟდა. კერძოდ, კინოთეატრ „საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა გაკეთდა.

მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამასთან, საახალწლო ილუმინაციები და კონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში განთავსდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი