თბილისსა და ბათუმში აქციების მონაწილეები ულტიმატუმის ვადის ამოწურვას ელოდებიან

თბილისსა და ბათუმში შეკრებილი მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები 20.00 საათის დადგომას ელოდებიან – მათ სწორედ ამ დრომდე მისცეს ხელისუფლებას დრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ოპოზიციამ 8 ნოემბრის აქციაზე ხელისუფლებას შემდეგი მოთხოვნები წაუყენა:

[checklist]

[/checklist]

უცნობია რას მოიმოქმედებს ოპოზიცია თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე 15.00 საათიდან მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია, რომელზეც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ, ბათუმში ანალოგიური აქცია მიმდინარეობს აჭარის ავტონომიის მთავრობის სახლის შენობასთან.

ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ულტიმატუმს სერიოზულად არ უყურებენ.

8 საათამდე ვაძლევთ ივანიშვილს ულტიმატუმს, ჟვანია გადააყენოს – მელია

8 საათამდე ვაძლევთ ივანიშვილს ულტიმატუმს, ჟვანია გადააყენოს – მელია