ალიევის თანახმად, ყარაბაღის ქალაქი შუშა აიღეს | სომხეთის თანახმდ, ბრძოლა გრძელდება

აზერბაიჯანული მხარის განცხდებით, მათ მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა/შუში აიღეს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „შუშა ოკუპაციისგან გათავისუფლებულია“.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი არწრუნ ჰოვანესიანი კი წერს, რომ ბრძოლები ქალაქში ჯერ კიდევ გრძელდება. „დაიცადეთ და იქონიეთ ჩვენი ჯარისკაცების რწმენა“, – წერს იგი.

ამასთან, მედიაში ვრცელდება კადრები, რომელიც უჩვენებს, რომ სტეფანაკერტში მცხოვრები მოქალაქეები, აზერბაიჯანული ძალების მოახლოების ფონზე, ქალაქს ტოვებენ.

Civilians fleeing Stepanakert as Azerbaijani forces heavily shell the city and draw closer. https://t.co/kaDja2SMeJ

— Neil Hauer (@NeilPHauer) November 8, 2020

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება კადრები, თუ როგორ ზეიმობენ აზერბაიჯანის მოქალაქეები ქუჩაში ალიევის განცხადებას.

People celebrate while Aliyev announces liberation of Shusha. pic.twitter.com/o92Bd1MBqm

— Cavid ⛧ (@cavidaga) November 8, 2020

რამდენიმე საათით ადრე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი, არწრუნ ჰოვანესიანი აცხადებდა, რომ მთიან ყარაბაღში ქალაქ შუშისთვის/შუშასთვის „მძიმე და გადამწყვეტი ბრძოლები“ მიმდინარეობდა.

ამასთან, სომხური მხარის თანახმად, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა დე ფაქტო დედაქალაქის, სტეფანაკერტის [ხანქენდის] დაბომბვა.

„შუშასთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს“ — ომის 43-ე დღე