ოპოზიცია თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავს

ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ორ ადგილზე – ვარკეთილის მეტროსთან და ისნის მეტროსთან შეიკრიბნენ. ისინი მოქალაქეებს ურიგებენ ბროშურებს და მოუწოდებენ 8 ნოემბერს რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ.

“ამომრჩეველი კი არ აგდებდა თავის არჩევანს საარჩევნო ყუთში, არამედ გარეთ ხაზავდნენ გამყალბებლები და შემდგომ ატანდნენ შემოხაზულ ბიულეტენს. ეს არის ტოტალური გაყალბების ნიშანი. ეს არ ეყოთ და შემდეგ დათვლის დროს მოიპარეს 3-4% და ესეც რომ არ ეყოთ, ოქმები გადაასწორეს”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ.

დღესვე, რესპუბლიკის მოედნიდან გაიმართა ავტოკოლონით მსვლელობა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ, სადაც გასროლის ხმა გაიგეს, ნაპოვნია ჰილზები.

ივანიშვილის სახლთან სროლა იყო, გამოძიება დაიწყო