საია 60-მდე შემაჯამებელ ოქმს სასამართლოში გაასაჩივრებს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაასრულეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობისა და მონაცემების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  საია-მ საბოლოოდ 109 უბანთან დაკავშირებით წარადგინა საჩივარი. საია არ გამორიცხავს, რომ სხვა შემაჯამებელ ოქმებშიც ფიქსირდება ანალოგიური პრობლემები, თუმცა დავობს მხოლოდ იმ ოქმებთან დაკავშირებით, რომლის გადამოწმებაც შემჭიდროებულ ვადებში მოხერხდა. საია-ს საჩივრებიდან:

საიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 79-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ მოხსნილა, სასამართლოში მხოლოდ 38 უბნის შედეგებს გაასაჩივრებს, რაც, ჯამში, სხვადასხვა ტიპის 60-მდე შემაჯამებელ ოქმს მოიცავს.

“სასამართლოში სარჩელის წარდგენისთვის შემჭიდროებული დროის [2-დღიანი ვადა] და მცირე რესურსის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ სასამართლოში დავისთვის პრიორიტეტი მიანიჭა ისეთ ოლქებს, სადაც, ჯამში, უფრო მეტი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი. ასევე, საია არ განაგრძობს დავას იმ ოლქებთან მიმართებით, სადაც გასაჩივრებული იყო ძირითადად მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები და წინასწარი მონაცემებით, პირველ და მეორე, ასევე, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის არსებული სხვაობის გათვალისწინებით, გასაჩივრებული ოქმების გაბათილებას არ შეუძლია გავლენის მოხდენა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე”, – აცხადებს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენისა და განხილვის პროცესთან დაკავშირებით გამოიკვეთა საყურადღებო ტენდენციები:

საია მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე და არ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა. საია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, საკუთარი ინიციატივით გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალონ.

ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული — ევროპარლამენტარები