ომბუდსმენი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე მთავრობას, ოპოზიციას და ცესკოს მიმართავს

სახალხო დამცველი შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატს არაერთი პირი მიმართავს, რომელიც აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ იღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას; გართულებულია კოვიდ 19-ის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაც. ასევე, უკანასკნელ დღეებში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ მედიაში ვრცელდება ცნობები სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით.

“წლებია სახალხო დამცველი საუბრობს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მწვავე გამოწვევებზე. ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ყოველთვის იდგა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სიმცირის საკითხი. ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, სერიოზულ ბარიერად იქცეს კრიზისის მართვის პროცესში. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ხშირია სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები. ქვეყანაში ძალიან გაზრდილია მოსახლეობის მობილობა. განსაკუთრებით საგულისხმოა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვისა და სხვადასხვა საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები, რა დროსაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა. აღნიშნული, ცხადია, კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გატარდეს ღონისძიებები სამედიცინო სექტორზე გაზრდილი დატვირთვის რაციონალური გადანაწილებისა და შემცირებისათვის”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს:

საქართველოს მთავრობას

საარჩევნო ადმინისტრაციებს

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს

საქართველოს მოსახლეობას

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 775 შემთხვევა გამოვლიდა, გარდაიცვალა კიდევ 22 პაციენტი.

2 775 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი – 6 ნოემბერი