ახალი ამბები

პიკის საათებში 4 მეტროსადგურში მგზავრთა ნაკადს რიგებად შეუშვებენ

5 ნოემბერი, 2020 •
პიკის საათებში 4 მეტროსადგურში მგზავრთა ნაკადს რიგებად შეუშვებენ

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალიდან, 6 ნოემბრიდან, პიკის საათებში სადგურებში მგზავრთა ნაკადს რიგებად შეუშვებენ.

როგორც უწყება ამბობს, ეს გადაწყვეტილება მათ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციითა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღეს.

„გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი მოხდება რიგების მართვის მეშვეობით, რათა შეძლებისდაგვარად თავი დავიზღვიოთ ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან.

ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება “ვარკეთილის”, “ახმეტელის თეატრის”, “დიდუბისა” და “სადგურის მოედნის” მეტროსადგურებზე“, – ამბობს უწყება.

მერიის განმარტებითვე, მეტროპოლიტენის თანამშრომლები დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს, როდესაც ნაკადი „კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით, ადამიანების დაშვების შეფერხება მოხდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი