ლარი ევროსთან 11 თეთრით, დოლართან კი თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 5.91 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.40 ლარი გახდა. ლარი 10.95 თეთრით გაუფასურდა ევროსთანაც, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.01 ლარია.

ლარმა მორიგი მკვეთრი გაუფასურება რამდენიმე დღეა, დაიწყო.