მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ქვებს ურტყამდნენ რკინის კედელს ცესკოსთან [video]

ცესკოსთან დღეს მოქალაქეები მივიდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. 

მოქალაქეები ქვებს ურტყამდნენ რკინის კედელს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის წინ გუშინდელი აქციის შემდეგ აღმართეს. ცესკოსთან მობილიზებული იყო პოლიციაც.

აქციაში მონაწილეობდა ენმ-ს ერთ-ერთი აქტივისტი ზვიად კუპრავაც.

ცესკოსთან აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან ავტომანქანების კოლონით მივიდნენ.