პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შემდეგ, კორონავირუსი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს დაუდასტურდა.

ამის შესახებ ის ფეისბუკზე წერს და ამბობს, რომ მკურნალობას სახლში განაგრძობს.

მანამდე მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა