საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას 2 ნოემბერს, საღამოს, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:
“პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი”, – ნათქვამია პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი იყო თვითიზოლაციაში.
დღეს ასევე დადასტურდა, რომ კორონავირუსი აღმოაჩნდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრს.