კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, წალკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ოქრიაშვილის ოფიციალურმა ფეისბუკ გვერდმა გაავრცელა.

როგორც გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და “ბრძოლის გაგრძელებას” გეგმავს.