ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება. სამინისტროს ინფრომაციით, თურნავას კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტრაქტი, თუმცა ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს.

გუშინ, პირველ ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა Facebook-ზე დაწერა, რომ თვითიზოლაციაში გადადის, რადგან მის თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა და მასთან წინა დღეს ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა.