ეს არის “ოცნების” ოფისში დაწერილი შედეგი- ჟვანიას ბრიფინგი შეაწყვეტინეს

“ეს არის “ოცნების” ოფისში დაწერილი არჩევნების შედეგი” – ამ ფრაზით გააპროტესტა ცესკოს თავმჯდომარის მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება ცესკოში ენმ-ის წარმომადგენელმა კირთაძემ და შეაწყვეტინა შედეგების გამოქვეყნება.

კირთაძე ჟვანიასთან ბრიფინგზე მაშინ შევარდა, როცა მან “ენმ- ძალა ერთობაშიას” წინასწარი შედეგი – 23 % გამოაცხადა.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ციფრები მხოლოდ 1085 საარჩევნო უბნის მონაცემებია და ის შეიძლება შეიცვალოს. მან შედეგების გამოცხადება გააგრძელა. 

ცესკოში უკვე მივიდნენ ოპოზიციის ლიდერების ნაწილი გასაპროტესტებლად.