” გვიქრობენ შუქებს, სადაც ვიგებთ” – კუპრავა ჩაბნელებული უბნების ფოტოებს ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა ჩაბნელებული საუბნო საარჩევნო კომისიების ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უბნებზე შუქის ჩაქრობას ტენდენციური ხასიათი აქვს.

კუპრავას თქმით,  ელექტროენერგია იმ უბნებზე  ჩაქრა, სადაც ოპოზიცია ლიდერობს.

ფოტოებზე ჩანს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ხმების დათვლა სანთლის შუქზე უწევთ:

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც დაუკავშირდა. ცესკოში გვითხრეს, რომ თუ გადაწყვეტენ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას, შეგვატყობინებენ.