ახალი ამბები

“მიმართეთ პრესსამსახურს” – პოლიციის უფროსი სპეცრაზმის მობილიზებაზე მარნეულში

31 ოქტომბერი, 2020 •
“მიმართეთ პრესსამსახურს” – პოლიციის უფროსი სპეცრაზმის მობილიზებაზე მარნეულში

მარნეულის პოლიციის უფროსი, რუსლან იოსელიანი, არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არის ქალაქში პოლიცია და სპეციალური რაზმის აღჭურვილობა მობილიზებული.

მარნეულში, საოლქო კომისიის შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია, რამდენიმე წუთის წინ აქ გამოჩნდა ავტობუსიც, სადაც პოლიციელები სპეციალური რაზმის აღჭურვილობასთან ერთად იმყოფებოდნენ.

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო პოლიციის მობილიზება, რუსლან იოსელიანი ამბობს, რომ პასუხს პრესსამსახური გასცემს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურსაც. ჩვენ მათ ვკითხეთ, იყო თუ არა ქალაქში სპეცრაზმი მობილიზებული და თუ კი – რატომ. უწყებაში გვითხრეს, რომ პასუხს ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ მოგვაწვდიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი