ვაკეში ბიულეტენზე 1 და 2 ნომრების მოხევის შემთხვევები დაფიქსირდა – ISFED

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, ვაკის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენის ყუას ისე მოახია, რომ სიის 1 და 2 ნომრები დარჩა ყუაზე და, შესაბამისად, ბიულეტენში ამ ნომრის პარტიები არ აღმოჩდნენ.

როგორც ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ამგვარი ფორმით გაცემული დაზიანებული 11-11 ბიულეტენი აღმოაჩინა როგორც პროპორციულ, ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებზე.

ინფორმაცია რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის დაზიანების შესახებ თავდაპირველად ვაკის მაჟორიტარობის კანდიატმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა, რომელიც 2 ნომრით იყრის კენჭს.