კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

კრიტიკულ მდგომარეობაში და მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.

პაციენტის გარდაცვალების შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია ლალი ტურძელაძემ, საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა დაუდასტურა.

31 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 673  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 პაციენტი.

დღეის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 38 936 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთლდა 22 691 პაციენტი, გარდაიცვალა – 307. 

stopcov.ge-ის მონაცემებით, კარანტინშია 3 001, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4136კოვიდსასტუმროში კი 2245 პირი იმყოფება.