ახალი ამბები

ქუთაისში მანქანა ხეს შეეჯახა, დაღუპულია ორი ადამიანი

30 ოქტომბერი, 2020 • 1190
ქუთაისში მანქანა ხეს შეეჯახა, დაღუპულია ორი ადამიანი

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე ავტოვარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, 29 ოქტომბერს მოხდა, რა დროსაც ავტომობილი ხეს შეეჯახა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი