ახალი ამბები

ნუკრიანში, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა

29 ოქტომბერი, 2020 | | 458
ნუკრიანში, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში აფეთქება მოხდა

სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თავდამსხმელებმა შენობაში არსებული ბანკომატის წაღება შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს აფეთქებას, თუმცა უარყოფს ძარცვის ფაქტს.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაზიანებულა. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ცეცხლის წაკიდების, აფეთქების ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალების გამოყენების დროს, თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე ისჯება. შსს-ს ცნობით დაწყებულია ექსპერტიზის პროცედურები, რის შემდეგაც დადგინდება აფეთქების გამომწვევი მიზეზები.

ნეტგაზეთი ესაუბრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი გოგილაშვილსაც, რომლის განცხადებით, პირველადი მოკვლევით, შესაძლოა ადგილი ქონდეს ბუნებრივი აირის გაჟონვას და არა ძარცვის ფაქტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი