მატარებლის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა

სამეგრელოში, სოფელ ნოჯიხევში მატარებლის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 28 ოქტომბერს მოხდა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.