გამონაკლისების გარდა, საქართველოს მოქალაქეებს ნიდერლანდებში აღარ შეუშვებენ | COVID-19

ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისების გარდა, საქართველოში მუდმივად მცხოვრები (რეზიდენტი) პირებს ნიდერლანდებში აღარ შეუშვებენ.

როგორც ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო აცხადებს, ქვეყნის მთავრობამ ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ნიდერლანდებმა საქართველო ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან.

აქამდე საქართველო მიეკუთვნებოდა იმ ვიწრო ქვეყნების სიას, რომელიც ნიდერლანდების მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია და 2020 წლის პირველი ივლისიდან ნიდერლანდებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეთათვის ნებადართული იყო. 27 ოქტომბრიდან კი ძალაში კვლავ შედის შეზღუდვა, რომელიც ნიდერლანდებში ტურისტული მიზნებით მოგზაურობას კრძალავს.

გამონაკლისის სახით, საქართველოდან ნიდერლანდებში შესვლა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:

[checklist]

შენიშვნა: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირს აქვს ნიდერლანდებში შესვლის უფლება ზემოჩამოთვლილ საგამონაკლისო კატეგორიაში ყოფნის გამო, მას შეიძლება მოეთხოვოს 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის პირი ნიდერლანდებში.

გამონაკლისების ცალკე კატეგორიად მთავრობამ განსაზღვრა პირთა შემდეგი ჯგუფები: