სააკაშვილის sms საჯარო მოხელეებისადმი – სამსახურს არცერთ შემთხვევაში დაკარგავთ

არჩევნებამდე 4 დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის სახელით მოქალაქეებს sms შეტყობინება მისდით. სატელეფონო შეტყობინების მიხედვით, საჯარო მოხელეებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰპირდება, რომ არჩევანის გამო ისინი სამსახურს არ დაკარგავენ.

„ძვირფასო საჯარო მოხელეებო, პირადად მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი არჩევანის გამო სამსახურს არცერთ შემთხვევაში დაკარგავთ. მ. სააკაშვილი,“ – ამ შინაარსის შეტყობინებას იღებენ მოქალაქეები.