ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში 20:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება

ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში 20:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებას გააკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე.

სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა თემასთან დაკავშირებით გაიმართება ბრიფინგი, თუმცა, სავარაუდოდ, განცხადება ზუგდიდში 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკის” თავდასხმასთან დაკავშირებით გაკეთდება.