სხვალიდან პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება – ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პირველი სატრანზიტო დერეფანი თავისი საქალაქო და საუბნო მარშრუტებით ხვალ, 24 ოქტომბერს, ამოქმედდება. მერია, მთლიანობაში, 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობას გეგმავს. ხმალაძემ დღეს, 23 ოქტომბერს, გამართულ პრეზენტაციაზე თითოეული დერეფნის მარშრუტის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.

მარშრუტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები. საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10- მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე 6-მეტრიანი მიკროავტობუსები”,- აცხადებს ხმალაძე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღესვე 12-მეტრიანი ახალი ავტობუსების პრეზენტაციაც გამართა. მერიის ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, ჯამში, 226 ავტობუსი იყიდეს, რომელთა ნაწილიც, 126 ავტობუსი, უკვე ჩამოვიდა. დანარჩენილი ნაწილი თბილისში 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ავტობუსები ამ მარშრუტებზე გადანაწილდა.

თბილისის მერიამ 16 სექტემბერს გამოაქვეყნა საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ საბოლოო ანგარიში, რომელიც ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციას ეხება და რომელზე დაყრდნობითაც იგეგმება დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ შემუშავდა 10 ძირითადი საავტობუსე დერეფანი („TBT ხაზები“), სადაც 12-მეტრიანი და 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან და საავტობუსე ხაზები, „ბასლეინები“ დაიხაზება.

ამას გარდა, შემუშავდა ქალაქის ხაზები (43 მარშრუტი) და  საუბნო ხაზები (178) მარშრუტი. ქალაქის ხაზები დაემატება „TBT ხაზებს“ და, ანგარიშის თანახმადვე, მოემსახურება ყველა მნიშვნელოვან გრძელმანძილიან მარშრუტებს ქალაქის ორ რაიონს შორის, რომელსაც არ ითვალისწინებს TBT ხაზი.

საუბნო ხაზები კი არის ადგილობრივი ხაზები, რაც დამხმარე ფუნქციას ასრულებს მთლიან საავტობუსე ქსელში. ეს სქემა ასეთია:

წითლად მონიშნულია ძირითადი TBT ხაზები, სადაც დიდი ზომის ავტობუსებმა უნდა იარონ, ყვითლად მონიშნულია საქალაქო ხაზები, ლურჯად კი — საუბნო ხაზები. წყარო: სისტრა/თბილისის მერია

გაიგეთ მეტი

10 სატრანსპორტო დერეფანი, სადაც „ბასლეინები“ მოეწყობა – სია