ახალი ამბები

სხვალიდან პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება – ხმალაძე

23 ოქტომბერი, 2020 • 1922
სხვალიდან პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება – ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პირველი სატრანზიტო დერეფანი თავისი საქალაქო და საუბნო მარშრუტებით ხვალ, 24 ოქტომბერს, ამოქმედდება. მერია, მთლიანობაში, 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობას გეგმავს. ხმალაძემ დღეს, 23 ოქტომბერს, გამართულ პრეზენტაციაზე თითოეული დერეფნის მარშრუტის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.

მარშრუტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი N301 – პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით. საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 332 – ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით.
  • საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 385 – ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6- წუთიანი ინტერვალით.
    საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 334 – წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
  • საუბნო მარშრუტი N 401 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით.
    მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით.
  • საუბნო მარშრუტი N 402 – ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
  • საუბნო მარშრუტი N 404 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით.
  • საუბნო მარშრუტი N 405 – ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.
  • საუბნო მარშრუტი N 447 – აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.
  • საუბნო მარშრუტი N 466 – შატბერაშვილის ქუჩიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.

„სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები. საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10- მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე 6-მეტრიანი მიკროავტობუსები”,- აცხადებს ხმალაძე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღესვე 12-მეტრიანი ახალი ავტობუსების პრეზენტაციაც გამართა. მერიის ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, ჯამში, 226 ავტობუსი იყიდეს, რომელთა ნაწილიც, 126 ავტობუსი, უკვე ჩამოვიდა. დანარჩენილი ნაწილი თბილისში 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ავტობუსები ამ მარშრუტებზე გადანაწილდა.

თბილისის მერიამ 16 სექტემბერს გამოაქვეყნა საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ საბოლოო ანგარიში, რომელიც ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციას ეხება და რომელზე დაყრდნობითაც იგეგმება დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ შემუშავდა 10 ძირითადი საავტობუსე დერეფანი („TBT ხაზები“), სადაც 12-მეტრიანი და 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან და საავტობუსე ხაზები, „ბასლეინები“ დაიხაზება.

ამას გარდა, შემუშავდა ქალაქის ხაზები (43 მარშრუტი) და  საუბნო ხაზები (178) მარშრუტი. ქალაქის ხაზები დაემატება „TBT ხაზებს“ და, ანგარიშის თანახმადვე, მოემსახურება ყველა მნიშვნელოვან გრძელმანძილიან მარშრუტებს ქალაქის ორ რაიონს შორის, რომელსაც არ ითვალისწინებს TBT ხაზი.

საუბნო ხაზები კი არის ადგილობრივი ხაზები, რაც დამხმარე ფუნქციას ასრულებს მთლიან საავტობუსე ქსელში. ეს სქემა ასეთია:

წითლად მონიშნულია ძირითადი TBT ხაზები, სადაც დიდი ზომის ავტობუსებმა უნდა იარონ, ყვითლად მონიშნულია საქალაქო ხაზები, ლურჯად კი — საუბნო ხაზები. წყარო: სისტრა/თბილისის მერია

გაიგეთ მეტი

10 სატრანსპორტო დერეფანი, სადაც „ბასლეინები“ მოეწყობა – სია

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი