თბილისი- 563, აჭარა – 389, იმერეთი – 335 | კორონავირუსის გავრცელება

საქართველოში 22 ოქტომბრის სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა თბილისზე მოდის.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1595 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 398.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

სულ საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 22803 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 9401, გარდაიცვალა – 178.