ახალი ამბები

მოვითხოვეთ ბოლო სართულის დემონტაჟი – კალაძე გალავანზე მშენებარე სასტუმროზე

21 ოქტომბერი, 2020 • 1316
მოვითხოვეთ ბოლო სართულის დემონტაჟი – კალაძე გალავანზე მშენებარე სასტუმროზე

კახა კალაძე ამბობს, რომ მერიამ თბილისის გალავანზე მშენებარე სასტუმროს ბოლო სართულის დემონტაჟი მოსთხოვა.

საქმე ის არის, რომ სამშენებლო დოკუმენტაციაში შენობა უფრო დაბალი და ადგილობრივ განაშეანიანებასთან შესაბამისი ჩანდა, რეალობაში კი ეს ასე არ არის.

მიმდინარე მშენებლობა რომ ესკიზს არ შეესაბამება, ადასტურებენ ასევე მერიაში.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ ყოფილა ძეგლი და ამ შენობის ადგილას კონკრეტულ კომპანიას საინვესტიციო პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენდა.

ჩვენთვის ეს პროექტი მისაღები იყო, რადგან ძველი თბილისის იერსახეს ხელს არ უშლიდა, თუმცა მშენებლობის პროცესში განსხვავებული სურათი მივიღეთ, პროექტის ესკიზი და მშენებარე შენობა ერთამენთს არ შეესაბამებოდა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და კომპანიას ბოლო სართულის დემონტაჟი მოვთხოვეთ“, – განაცხადა დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ.

მანამდე კი თბილისის მუნიციპალურმა ისნპექციამ ამავე მიზეზის გამო ბოლო სართულის მშენებლობა შეაჩერა. ამ სასტუმოს აშენებს კომპანია „საქართველოს ბუტიკების სასტუმროები“, რომლის დირექტორი დიმიტრი კირხანიდი რამდენიმე კვირის წინ ნეტგაზეთთან აცხადებდა, რომ ყველაფერი “სანტიმეტრი-სანტიმეტრშია” და დარღვევა არ აქვთ.

კალაძის განცხადების შემდეგ ნეტგაზეთი დაუკავშირდა დიმიტრი კირხანიდს, რომელმაც გვითხრა, რომ კომპანია ამის შესახებ უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

ვრცლად ამ მშენებლობაზე წაიკითხეთ:

სასტუმრო ისტორიულ გალავანზე – რატომ არის ეს მშენებლობა პრობლემური

მასალების გადაბეჭდვის წესი