პრემიერს ვამხნევებდით და გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო – სოსო ფხაკაძე

„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმა რამდენჯერმე გაიმეორა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო „ლოკდაუნი“ (ჩაკეტვა) არ იქნება.

„თუ არ ვცდები, 3-ჯერ თუ 4-ჯერ გვითხრა პრემიერმა, რომ „ლოკდაუნი არ იქნება“. ეს იყო ჩვენი, ბიზნესის, ერთსულოვანი თხოვნა, რომ ასეთი ჩაკეტვები არ მოხდეს. ამას მთავრობა არ აპირებს. პირველი, რაც გვითხრა პრემიერმა, იყო ეს და შემდეგ ამ დისკუსიის პროცესში რამდენჯერმე ახსენა“.

ფხაკაძის თქმით, „ლოკდაუნს“ „ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას“ ორი მიზეზის გამო:

„ჩვენც გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით, გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო. პირდაპირ გვითხრა, გამხნევებული ვარ, კარგად ვარ და ფორმაში ვარო. და ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის. იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაორდინალურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ამ სიტუაციაში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს“, – განაცხადა მან.

ნახეთ ასევე:

ბიზნესი მთავრობას საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას სთხოვს