კოვიდით 15 ადამიანი გარდაიცვალა | 20 ოქტომბერი

20 ოქტომბრის დილის მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით საქართველოში 15 პაციენტი გარდაიცვალა.  გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამურად  158-მდე გაიზარდა. 

ყველაზე მეტი გარდაცვლება თბილისზე მოდის – 7, ბათუმზე – 4, ქუთაისზე – 2, გორზე – 1, მცხეთაზე – 1.

ბოლო 24 საათში სქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 19857 გახდა. მათგან გამოჯანმრთელდა  8666 პაციენტი.