20 ოქტომბერი: კორონავირუსის 1194 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 19857 გახდა. მათგან გამოჯანმრთელდა 8666 პაციენტი. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის 10 182 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 24 საათში Covid-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად,  დაღუპულთა რაოდენობა  158-მდე გაიზარდა. მათგან 7 პაციენტი თბილისში, 4- ბათუმში, 2- ქუთაისში, ერთი -მცხეთაში და ერთიც გორში გარდაიცვალა. 

StopCov-ის თანახმად, დღეის მდგომარეობით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2862 პაციენტი იმყოფება, კოვიდ სასტუმროში კი 1420 მკურნალობს. მთავრობის ინფორმაციით, Covid-19-ის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 425 თბილისში გამოვლინდა, შემდეგ მოდის იმერეთი  372 ინფიცირებულით.

გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: