ბევრი სითხე და მოძრაობა – ექიმის რჩევები კოვიდის სახლში მკურნალობაზე

აშშ-ში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მომუშავე ქართველი ექიმი ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე კორონავირუსის სახლში მკურნალობისთვის რჩევებს აქვეყნებს.

მაჩაიძე წერს, რომ ინფიცირებულებისთვის რეკომენდებულია  ბევრი სითხის მიღება და ბევრი მოძრაობა. თუმცა მამუკა მაჩაიძე მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თვითნებურად არ მიიღონ პრეპარატები, მათ შორის, სიცხის დამწევები.

„სახლში კოვიდით მკურნალობასთან დაკავშირებით:

ამავე პოსტში მაჩაიძე ამბობს, რომ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კველვა არსებობს დ ვიტამინსა და გრიპის ვირუსის სიმძიმის/სიკვდილიანობის შესახებ – „ მინიმუმ ორმა კვლევამ აჩვენა კავშირი დ ვიტამინის დეფიციტსა და კოვიდის მძიმე მიმდინარეობას შორის (რესპირატორული დისტრესი და სიკვდილიანობა). ამიტომ, თუ იცით, რომ დ ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, განაგრძეთ ვიტამინის მიღება, სხვა შემთხვევაში დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს“.

„თუ თქვენ ხართ კოვიდ-დადასტურებული ან საეჭვო პაციენტის მომვლელი: გაიკეთეთ ნიღაბი პაციენტთან კონტაქტისას, ხშირად დაიბანეთ ხელები; თუ არის საშუალება, სასურველია პაციენტს ჰქონდეს გამოყოფილი ოთახი, სააბაზანო, თეთრეული და ჭურჭელი, რომელიც ცალკე გაირეცხება და ზედაპირები გასუფთავდება სადეზინფექციო საშუალებით, რეზინის ხელთათმანის გამოყენებით; ბუნებრივია, მნახველის ვიზიტი ამ დროს არ უნდა მოხდეს.

არცერთი ტესტი და არცერთი ექიმი სრულყოფილი არ არის! თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან და გაქვთ ტიპური სიმპტომები, უარყოფითი ტესტის შემთხვევაშიც ეს რეკომენდაციები არის დასაცავი“, – წერს ის.