პარლამენტის წევრ გენადი მარგველაშვილის კორონავირუსი დაუდასტურდა

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან ნეგტგაზეთს უთხრა, ინფიცირებულია მისი შვილიც.

დეპუტატის თქმით, პარლამენტში ბოლოს იმყოფებოდა ორშაბათს, 12 ოქტომბერს, ვირუსი კი ხუთშაბათს დაუდასტურდა. მისივე თქმით, პარლამენტში ყოფნისას კონტაქტი მხოლოდ აპარატის წევრებთან ჰქონდა.

როგორც ცნობილია, ინფიცირებულია პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, ნინო წილოსანი.

1186 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი – 19 ოქტომბერი