ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

დეპუტატ ნინო წილოსანის თქმით, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ წილოსანმა Facebook-ში დაწერა.

“კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა. ახლა ყველაზე მეტად ჩემ ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება. ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია”, – წერს წილოსანი.

კორონავირუსი დაუდასტურთა კიდევ ერთ პარლამენტარს, გენადი  მარგველაშვილს.

1186 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი – 19 ოქტომბერი