თბილისი – 397, აჭარა – 226 — კორონავირუსის გავრცელება რეგიონებში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოავლინეს.

17 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 16 285-სს მიაღწია.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 4 პაციენტი. კორონავრიუსით ქვეყანაში, ჯამში, 128 ადამიანია დაღუპული.

დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 214-ით გაიზარდა და ჯამში, 7 827 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რიცხვმა კი, დღევანდელი მონაცემების ჩათვლით, 8 458-ს მიაღწია.