17 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 16 285-სს მიაღწია.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 4 პაციენტი. კორონავრიუსით ქვეყანაში, ჯამში, 128 ადამიანია დაღუპული.
დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 214-ით გაიზარდა და ჯამში, 7 827 გახდა, აქტიურ შემთხვევათა რიცხვმა კი, დღევანდელი მონაცემების ჩათვლით, 8 458-ს მიაღწია. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.
კარანტინში მოთავსებულია 5 900 პირი.