ახალი ამბები

პარიზში თავი მოკვეთეს მასწავლებელს, “რომელმაც კლასში მუჰამედის კარიკატურა აჩვენა” – მედია

16 ოქტომბერი, 2020 • 3396
პარიზში თავი მოკვეთეს მასწავლებელს, “რომელმაც კლასში მუჰამედის კარიკატურა აჩვენა” – მედია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში მასწავლებელს თავი მოკვეთეს, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. BBC-ის ინფორმაციით, ცნობები ამის შესახებ ფრანგულ მედიაში ვრცელდება.

ამავე ცნობების მიხედვით, მსხვერპლი იყო ისტორიის მასწავლებელი, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომელიც კონტრტერორისტულ მიმართულებაზე მუშაობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერალდ დარმიანი მაროკოში ვიზიტიდან საფრანგეთში ბრუნდება.

თავდასხმა სკოლის სიახლოვეს განხორციელდა. BBC-ის ცნობით, მასწავლებელს თავს დაესხა ერთი ადამიანი, რომელიც დიდი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული. მან გაქცევა სცადა, თუმცა საქმეში პოლიცია ჩაერია, რომელიც მოქალაქეებმა მიიხმეს. ამავე ცნობის მიხედვით, თავდამსხმელი სხვა მოქალაქეებსაც დაემუქრა, პოლიციამ კი მისი მიმართულებით ისროლა. საფრანგეთის პოლიციამ ტვიტერით მოსახლეობას მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ დანაშაულის ადგილს.

მასალა განახლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი