აჭარა – 342, თბილისი – 277 — კორონავირუსის გავრცელება რეგიონებში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აჭარაში გამოავლინეს.

ვირუსის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

16 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 15 327-ს მიაღწია. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 7 714 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 პაციენტი. ქვეყანაში კორონავრიუსით, ჯამში, 124 ადამიანია გარდაცვლილი.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, თბილისში გარდაიცვალა 5 პაციენტი, ბათუმში – 3, იმერეთში – 2 და გორში – 1.