მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 38.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია სულ უფრო ძლიერდება და ათეულობით ქვეყანაში ყოველდღღიურად ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღირიცხება.

worldometers-ის მონაცემებით, 14 ოქტომბრისთვის მსოფლიოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 38.5 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი უკვე გადააჭარბა 1 093 000-ს. ვირუსისგან განიკურნა 29 მილიონამდე ადამიანი.

ვირუსის გავრცელების კუთხით, ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი შემთხვევები ფიქსირდება ყოველდღიურად დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიასა და ევროპის არაერთ ქვეყანაში.

14 ოქტომბერს რეკორდული – 680 შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირებულთა რიცხვმა 13 ათასს გადააჭარბა, საიდანაც ნახევარზე ოდნავ მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 109, კლინიკებში, სახლებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობას კი 6 200-ზე მეტი ადამიანი განაგრძობს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ უახლოეს თვეებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მთელ მსოფლიოში კიდევ ერთი მილიონით გაიზრდება.