გამოვლინდა კორონავირუსის 680 შემთხვევა, გარდაიცვალა – 7 — 14 ოქტომბერი

14 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 680 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 13 521-ს მიაღწია. გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი. კორონავრიუსით, ჯამში, ქვეყანაში 109 ადამიანია გარდაცვლილი. დღევანდელი მონაცემებით, 292-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 159. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 590 პირი.