“ყველანი გავიდეთ ველზე” – სააკაშვილი ენმ-ის სიის წევრებსა და აქტივისტებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-სა და “ძალა ერთობაშიას’ სიის წევრებს, ასევე, აქტივისტებს მიმართავს და ხალხთან პირდაპირი კომუნიკაციის თვალსაზრისით უფრო გააქტიურებისაკენ მოუწოდებს. სააკაშვილმა შესაბამისი ვიდეომიმართვა დღეს გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუკზე.

“31 ოქტომბერი არის ისტორიული არჩევნები, რადგან ამ დღეს გადაწყდება, გვექნება ქვეყანა, თუ საქართველო საერთოდ გაქრება რუკიდან. ამიტომ, მე მინდა მოგმართოთ გაერთიანებული ოპოზიციის [ძალა ერთობაშია] სიის წევრებს და ყველა აქტივისტს, ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ის დროა, რომ ყველანი გავიდეთ ველზე. იმიტომ, რომ იმათ კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული და არ მივცეთ ამის გაკეთების საშუალება, თავი არ უნდა წამოვაყოფინოთ, ყველგან უნდა ვიყოთ, შევესიოთ, ხალხთან ვიყოთ, ყველას დაველაპარაკოთ, მხოლოდ ფეისბუკზე წერა არ არის საკმარისი. თუმცა ესეც მნიშვნელოვანია და პირადი კონტაქტით თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა, ღირს მისვლა, რომ მართლაც თითოეული ადამიანის ხელშია ქვეყნის ბედი. არცერთი წუთი აღარაა დასაკარგი”, – აცხადებს სააკაშვილი.

ენმ/ძალა ერთობაშიას საარჩევნო სია ოქტომბრის დასაწყისში გასაჯაროვდა.

„ქართულმა ოცნებამ“ სრული საარჩევნო სია წარადგინა