ხაშურთან ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის მიმდებარედ ავარიის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 11 ოქტომბერს, ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.