სასწრაფოს ექიმებს ყოველ 72 საათში გატესტავენ

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ორი კვირის ნაცვლად 72 საათში ერთხელ გატესტავენ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

“ვცდილობთ, მიზნობრივი ტესტირების ჯგუფები გამოვავლინოთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებიც არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში როგორც გამოვლენის პერიოდში, ასევე მანანამდე, სანამ დადგინდება დიაგნოზი, ტესტრება, რომელიც იყო ორ კვირაში ერთხელ ექიმების ჯგუფში, 72 საათში მოხდეს. ეს დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე, შესაძლო ინფექციის გავრცელების პრევენციაში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძემ ამის შესახებ მთავრობის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.