ახალი ამბები

თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს

11 ოქტომბერი, 2020 • 773
თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს

თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა, ტარებას გულიხსმობს.

როგორც “მთავარ არხს” ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა უთხრა ყუმბარა იპოვეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. “პატრულმა გამოიძახა გამნაღმელები, რომლებმაც თქვეს რომ სასწავლო იყო და საშიში არ არისო. მანამდე ბინა დაგვაცლევინეს და გარეთ ვართ. ახლა ალბათ მოაგვარებენ და სახლში შეგვიშვებენ.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი