“თბილისი ცენტრალი” სადეზინფექციო სამუშაოების გამო დაიკეტა

სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალი” დაიკეტა. როგორც ნეტგაზეთს სავაჭრო ცენტრში განუცხადეს, “თბილისი ცენტრალი” სადეზინფექციო სამუშაოების მიზნით დაიკეტა. მათი თქმით, სავაჭრო ცენტრში არსებული მაღაზიები ორშაბათს, 12 ოქტომბერს, დილის 9 საათზე გაიხსნება.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად კორონავირუსის შემთხვევები მხოლოდ “თბილისი ცენტრალის” “ოქროს ბირჟაზეა” დადასტურებული.

რაც შეეხება “თბილისი ცენტრალში” არსებულ რკინიგზის სადგურსა და სალაროებს, როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ისინი მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გამო “ოქროს ბირჟა”  6 ოქტომბრიდან ორი კვირით დაიხურა.