სამხედრო ვერტმფრენს გადატანისას ავტობუსი დაეჯახა

თბილისში, სამგროში, სამხედრო ვერტმფრენის გადატანისას სამგზავრო, ლურჯი ავტობუსი შეეჯახა.

ნეტგაზეთს მომხდარის შესახებ შსს-ში დაუდასტურეს, თუმცა უთხრეს, რომ აპარატი უმნიშვნელოდ დაზიანდა. შემთხვევისას ადამიანები არ დაშავებულან. გამოძიება კი ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.