ახალი ამბები

სამხედრო ვერტმფრენს გადატანისას ავტობუსი დაეჯახა

8 ოქტომბერი, 2020 • 1685
სამხედრო ვერტმფრენს გადატანისას ავტობუსი დაეჯახა

თბილისში, სამგროში, სამხედრო ვერტმფრენის გადატანისას სამგზავრო, ლურჯი ავტობუსი შეეჯახა.

სამხედრო ვერტმფრენი დააჯახეს ავტობუსს?

ხო უნდა მოხერხება?????

Posted by Irakli Abesadze on Thursday, 8 October 2020

ნეტგაზეთს მომხდარის შესახებ შსს-ში დაუდასტურეს, თუმცა უთხრეს, რომ აპარატი უმნიშვნელოდ დაზიანდა. შემთხვევისას ადამიანები არ დაშავებულან. გამოძიება კი ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი