კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად დაინიშნა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს, 7 ოქტომბერს მოაწერა.

კობალაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ იმნაძე საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.