გიტარისტი ედი ვან ჰალენი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვირტუოზი გიტარისტი, როკ-ბენდ Van Halen-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ედი ვან ჰალენი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუსიკოსის გარდაცვალება მისმა შვილმა, ვულფ ვან ვალენმა დაადასტურა ტვიტერზე.

pic.twitter.com/kQqDV7pulR

— Wolf Van Halen (@WolfVanHalen) October 6, 2020

მას რამდენიმე წლის წინ ყელის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

ვან ჰალენი 1955 წელს ამსტერდამში დაიბადა და აშშ-ში, კალიფორნიაში გაიზარდა, სადაც ძმასთან, ალექს ვან ჰალენთან ერთად დააფუძნა ცნობილი ჰარდ-როკ ბენდი.