კორონავირუსის გამო სავაჭრო ცენტრ თბილისი ცნეტრალში “ოქროს ბირჟა” ორი კვირით იხურება. ამის შესახებ ინფორმაცია სავაჭრო ცენტრში დაადასტურეს.
მათი ინფორმაციით, “ოქროს ბირჟაზე” კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან, მისი ორი კვირით დახურვა გადაწყდა. მათივე თქმით, სავაჭრო ცენტრში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.